მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა, - განაცხადა შალვა პაპაუშვილმა ოპოზიციაზე სდაუბრისას.
„ვნახეთ ჩვენ თუ რა დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციას დემოკრატიული პროცესების მიღმა ხელისუფლების შეცვლის მცდელობებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოიკოტირების მიმართ. აი, ეს არის სადაც აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არ უსმენენ საკუთარ ამომრჩეველს და უსმენენ უცხოური ქვეყნის ხელმძღვანელობას. რადიკალური ოპოზიცია ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა პარლამენტიდან 2024 წელს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დააყრევინა რადიკალურ ოპოზიციას მანდატები და დღეს იმკიან იმას, სადაც შევიდნენ იმის გამო, რომ მოუსმინეს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხო ქვეყნის ხელისუფლებას.
სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციის და ბრიუსელის დამსახურებაა, რომ დღეს ისინი არიან ქუჩის რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც სცადა, მათ შორის ძალადობით ხელისუფლების დამხობა. მათი ლიდერები დღეს სასჯელს იხდიან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის.
ალბათ ეს არ იქნება მათთვის გაკვეთილი მაგრამ ბევრისთვის საქართველოში უნდა იყოს გაკვეთილი. როდესაც ემორჩილები გარე ძალას და ელოდები გარედან რას გეუბნებიან და ამის მიხედვით აწყობ შენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდები ამ მდგომარეობაში, სადაც დღეს რადიკალური ოპოზიციაა.
ახლა აღმოჩნდა, რომ „ლელო“ და ვიღაცები ამ საკითხზე კამათობენ. მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, რომ იქნებიან მათი ემისრები საქართველოში და სთავაზობენ საქართველოს ლანგრად, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მოგვიყვანეთ ხელისუფლებაში და გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვავალებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
