
მეუფე იაკობი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა. ვის შეხვდა ყოფილი ქორეპისკოპოსი ამ დროისთვის უცნობია, მან იქაურობა კომენტარის გარეშე დატოვა. სასულიერო პირების ნაწილი აღნიშნავს, რომ იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით, გამოძიება პროკურატურამ არ უნდა დაიწყოს, ვინაიდან ეს სეკულარული სახელმწიფოა. ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა სასულიერო პირთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
„ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ ერევა სახელმწიფო საქმებში და ვერც სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმეებში,“-აღნიშნავს ერთ-ერთი სასულიერო პირი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქო გუშინ დატოვა. ის განარიდეს სიტუაციას და წაიყვანეს მცხეთაში. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პატრიარქის ექიმის თქმით, მას ჰქონდა ვირუსული ინფექცია და ახლა მკურნალობას ის სახლში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მცხეთაში მარალი იერარქიის სასულიერო პირებს ელოდებიან.