logo
ENG



4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება

05 ივნ 202612:50
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/05/gxeyqlrwea2anvi.jpg

4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ კიდევ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

საპროცესო შეთანხმების პირობა ბრალის აღიარება და 3-წლიანი პირობითი მსჯავრია.

ბრალდება აღიარეს: 

1.ალექსანდრე გოგოლაძემ

2. გოჩა ყატაშვილმა

3. სულხან ამბალავამ

4. რამაზ ჯორბენაძემ

5. ჯანრი თირქიამ

6. გენადი კეხილაშვილმა

7. დავით ღურწკაიამ

8. ევა შაშიაშვილმა

პროცესზე ბრალდება არ აღიარეს და ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდებიან:

1. დავით სტურუა

2. დავით ჟღენტი

3. ზაქრო ალბუთაშვილი

4. კახაბერ მჟავანაძე

5. გიორგი ჩახუნაშვილი

6. ია დარახველიძე

7. ალექსანდრე კოკაია

მანამდე, 2 ივნისს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე; თემურ ქურციკიძე.


close დახურვა