logo
ENG



უილსონი: მარიონეტი "ქართული ოცნების" პრემიერმა მარკო რუბიო სიცრუეში დაადანაშაულა

05 ივნ 202622:09
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/05/v0m3kossl7pa5yj.png

აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ამის შესახებ უილსონმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

"მარიონეტულმა "ქართულმა ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ჩვენი შესანიშნავი და ღირსეული სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, სიცრუეში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია. საქართველო ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენით არის მოცული - მისი ქცევა უნდა შეიცვალოს", - წერს უილსონი.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ უარყო მარკო რუბიოს განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვაშინგტონს ჰკითხა რა იქნება საჭირო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადასატვირთად. 


close დახურვა