BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
BBC-ის ცნობით, მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს. მოლაპარაკებებს დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის თავდაცვის საკითხი და მთელი ევროპის უსაფრთხოება იქნება.
"ჩვენმა გუნდებმა უკვე ჩაატარეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ყველა შეხვედრისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ყველაფრის განხილვა და ლიდერების დონეზე ძირითად საკითხებზე შეთანხმება.
მთავარი ყურადღება დაეთმობა ჩვენს თავდაცვას მიმდინარე ომში, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში, და დიპლომატიური პერსპექტივების შესახებ საერთო ხედვას - ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი და უნდა იყოს ძლიერი.
მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს და ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც რეალური ნაბიჯებით გვეხმარებიან სიცოცხლის დაცვის გაძლიერებასა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდაში მისი აგრესიის გამო.
რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი", - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკის ინფორმაციით, ასევე შეხვდება შეხვედება გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს.
