logo
ENG



რა ცვლილებებს ითვალისწინებს "ოცნების" ახალი საკანონმდებლო პაკეტი

08 ივნ 202612:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/8yv7wllkd4gak12.jpeg

„ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება, რომელიც მიზნად მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ან ქვეყანაში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების მოპოვებას, ისახავს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება.

ამ ტიპის სამართალდარღვევისთვის დაწესდება სანქციები: ფიქციურ ქორწინებაში მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა ემუქრება ორიდან ათ წლამდე ვადით. ასეევე, შესაძლოა, პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდამრღვევად ჩათვლის, ფულადი ჯარიმა დაეკისროს ან შეეფარდოს შინაპატიმრობა ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით.

“ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილებები იგეგმება უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის წესდებაშიც, სასწავლო ბინადრობის ნებართვების გაცემის წესსა და საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების საფუძველზე ქვეყანაში დარჩენის პირობების მიმართულებით. ივანიშვილის სამინისტრო აღნიშნულ ნაბიჯებს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და ლეგალური მიგრაციის ჩარჩოების დაცვის აუცილებლობით ასაბუთებს.

"ოცნების" მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.

ცვლილები ეხება სასამართლო სამართალწარმოების პროცედურებსაც. უფრო ზუსტად, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება, მოსამართლეებმა საქმეები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილონ.


close დახურვა