logo
ENG



4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

08 ივნ 202613:58
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/vmh2s36o3u3i7gm.png

4 ოქტომბრის საქმეზე, კერძოდ, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ კიდევ 6 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს, ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

ინფორმაციის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ:

გიორგი ქორქიას,

ლაშა ივანაძეს,

ხვიჩა გოგოხიას,

გიორგი რურუას,

ლევან ჯიქიას,

სერგო მეგრელიშვილს.

ბრალდების მხარე მათ საპროცესო შეთანხმებას სამწლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს, საპატრიმრო დაწესებულებას კი უახლოეს დღეებში დატოვებენ.

 

 


close დახურვა