მედიის ცნობით, დღეს, 8 ივნისს, დილით, ნატოს ფრანგულმა გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაიას მედია ლატვიის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონი ბალტიის საჰაერო პატრულირების ნატო-ს მისიაში ჩართულმა ფრანგულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
მათი ინფორმაციით, დრონი ლატვიის საჰაერო სივრცეში აღმოსავლეთიდან შევიდა. დრონი ჩამოგდების შემდეგ, ტბაში ჩავარდა და აფეთქდა.
იმავე დღეს დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცეც დაარღვია, მისი ჩამოვარდნის ადგილას არსებული კვალი მიუთითებს, რომ აპარატი აფეთქდა.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მხარდაჭერა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებისგან ზარალდებიან.
