logo
ENG



ცოლის ინფორმაციით, სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს

08 ივნ 202619:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/08/jk9wx0xxwqdn8l0.jpeg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლის ინფორმაციით, სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

„სულ ახლახან 4–5 ნიღბიანი პირი, სამოქალაქო ტანსაცმელში, შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა და ის ძალის გამოყენებით წაიყვანა.

ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სად გადაიყვანეს და რა მიზეზით“— აცხადებს სევინჩ სადიგოვა.

„ფორმულა“ ჟურნალისტის აზერბაიჯანელი უფლებადამცველისგან დამატებით დეტალების გარკვევას ცდილობს.

5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.


close დახურვა