logo
ENG



13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

13 ივნ 202611:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/13/yo98yza4cty9vnl.png

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. დღეს, ქვეყანა დაღუპულებს იხსენებს. 

2015 წლის 13 ივნისს თბილისში,  მდინარე ვერეს ხეობაში, მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და "მზიურის" პარკი. 

თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. 

ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

წყალდიდობის შეედეგად უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.

 


close დახურვა