logo
ENG



აშშ-მა აფრიკაში, სხვა ქვეყნის მიგრანტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები დაადეპორტა

14 ივნ 202619:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/14/xtq234jweh8xka2.png

მედიის ინფორმაციით, აშშ-მა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს, იორდანიის, სომხეთის, თურქეთის, ავღანეთის და ირანის მოქალაქეები დაადეპორტა. 

Reuters-ის ინფორმაციით, დარეპორტებულებს შორის არის ირანელი პრო-დემოკრატი აქტივისტი.

Deutsche Welle-ს ცნობით, ლუიზიანადან ავიარეისი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მიგრანტები იმყოფფებოდნენ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, ბანგიში დაეშვა.

აშშ-მა მიგრანტები დაადეპორტა, საკამათო შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები იღებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთა საკუთარ სამშობლოში დეპორტირებაც აშშ-ს არ შეუძლია.

შეთანხმებას ხელი დონალდ ტრამპმა მოაწერს. შეთანხმებების კანონიერებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები  აკრიტიკებენ, თუმცა ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ისინი სრულად შეესაბამება კანონს.

ირანულ-ამერიკული სამართლებრივი დაცვის ფონდმა [IALDF] გააფრთხილა აშშ, რომ ირანელების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დეპორტაცია "შესაძლოა სასიკვდილო შედეგების მომტანი ქმედება" იყოს. ორგანიზაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მოსკოვის მჭიდრო კავშირებზე, ხოლო რუსეთი ირანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადაზვერვო მოკავშირედ მიიჩნია. 

ირანელი უფლებადამცველების თქმით, მათ ქვეყნის მოქალაქეები გაექცნენ დევნას, ტრამპის გადაწყვეტილებით კი ახლა ისინი საფრთხეში არიან. 


close დახურვა