logo
ENG



სიბიჰა კიევ-პეჩერის დაბომბვაზე: პუტინმა დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე საშინელ ბარბაროსთა სიაში

15 ივნ 202610:56
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/a5jhl08d3ac6nlr.png

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით შესაბამის პროცედურებს დაიწყებს და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარის დაბომბვაზე რუსეთს მყისიერ პასუხს მოსთხოვს.

სიბიჰას თქმით, პუტინი რელიგიურ და კულტურულ ძეგლზე მიტანილი იერიშის გამო ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაშია. 

"კიევ-პეჩერის ლავრაზე, ქრისტიანობის ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეზე, დარტყმის მიტანით პუტინმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში.

ის საუკუნეების განმავლობაში უნდა იყოს დაწყევლილი და ის ამ ომს წააგებს.

მე-13 საუკუნეში ურდოდან დაწყებული, ნაცისტებამდე, კიევის წმინდა მონასტრები არაერთი ბარბაროსული თავდასხმის მსხვერპლი გამხდარა.

ახლა საქმე გვაქვს რუს ტერორისტებთან, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით უკვე გადააჭარბეს ISIS-საც.

მხოლოდ რუს ნაძირლებს, რომლებისთვისაც არაფერია წმინდა, შეუძლიათ განზრახ დააზიანონ კიევ-პეჩერის ლავრა - უნიკალური, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება.

ჩვენ სასწრაფოდ დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას UNESCO-ში და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, მოვითხოვთ დაუყოვნებელ და ადეკვატურ რეაგირებას ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის ფაქტზე.

ჩვენ ველით მკაცრ რეაქციებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დედაქალაქების მხრიდან. არა ბუნდოვან განცხადებებს, არა დუმილს და არა სუსტ ნაბიჯებს. ახლა მოქმედებაა საჭირო, რათა შეჩერდეს რუსული ბარბაროსობა", - წერს სიბიჰა.

რუსეთმა კიევზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანა, რა დროსაც კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბეს, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია. დაბომბვის შედეგად ლავრაში ხანძარი გაჩნდა.


close დახურვა