logo
ENG



ბარო: კიევ-პეჩერის ლავრის დაზიანება, ჩვენთვის, ფრანგებისთვის ნოტრ-დამის დაბომბვის ტოლფასია

15 ივნ 202613:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/15/tmjpby2xzlvkrbr.png

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაგმო გასულ ღამეს კიევზე განხორციელებული მასირებული დარტყმები და აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე მიტანილი იერიში რუსეთის მთელ სისასტიკეს ავლენს.

"ვლადიმირ პუტინის რუსეთმა საკუთარი სასტიკი ბუნების მთელი მასშტაბი აჩვენა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ მიძინების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარზე მიყენებული უმძიმესი ზიანი - ჩვენთვის, ფრანგებისთვის, ნოტრ-დამის ან სენ-დენის დაბომბვის ტოლფასია, რაც, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია", - თქვა ბარომ.

 


close დახურვა