გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების რიგი აპლიკაციების გამოყენება აკრძალა და ამ გადაწყვეტილებას „ქვეყნისთვის დიდი მომენტი“ უწოდა. გამოცემა Times-ის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა TikTok, Instagram, Facebook, X, YouTube, Snapchat, Threads, Twitch, Kick და Reddit.
კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა, დაუპირისპირდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს, თუ ისინი ამ რეგულაციას წინააღმდეგობას გაუწევენ. პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვილების უსაფრთხოებისა და ბედნიერების საკითხში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. „ის, თუ როგორ უზრუნველვყოთ ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დებატებს წარმოადგენს“, - განაცხადა სტრამერმა შეზღუდვების გამოცხადებისას.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საზოგადოებრივი განწყობების კვლევა და კონსულტაციები. როგორც ტექნოლოგიის მინისტრმა, ლიზ კენდალმა, Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, გამოკითხული მშობლების აბსოლუტური უმრავლესობა - 10-დან 9 - ამ აკრძალვის შემოღებას მხარს უჭერს.
