logo
ENG



მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

16 ივნ 202611:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/16/aarxjwssolztup0.jpeg

2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა.

„მეხანძრე-მაშველებმა 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს.

საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში


close დახურვა