საფრანგეთის ქალაქ ევიანში მიმდინარე G7-ის სამიტზე ლიდერებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ G7-ის ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთის სამხედრო ეკონომიკაზე, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორებზე დაწესებული სანქციების მეშვეობით.
ქვეყნები უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაკეტებსა და შორი მოქმედების შესაძლებლობებს მიაწვდიან. ასევე განიხილება უკრაინის სამხედრო წარმოების გაფართოების ხელშეწყობა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სამიტი „სტრატეგიული გამოღვიძების მომენტია“ და ხაზი გაუსვა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები G7-ის ყველა წევრის, მათ შორის აშშ-ის, მხარდაჭერით იქნა დამტკიცებული.
