logo
ENG



ზახაროვა: ველით, საქართველოს სამართალდამცავები გამოიტანენ დასკვნებს ექსტრემისტთა ქმედებაზე

19 ივნ 202619:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/19/dmbt8nkqxnwyzvg.png

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ თბილისში რუსეთის ენის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მისი თქმით ვინც ღონისძიების ჩაშლა სცადა ექსტრემისტია და უნდა დაისაჯოს.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ  საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცემენ ღონისძიების ჩაშლის მცდელობას.

"ეს ექსტრემისტების ჯგუფი იყო... რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად, ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ იქცა.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და მისცემენ შესაბამის შეფასებას ამ რადიკალების, ექსტრემისტებისა თუ ხულიგნების ქმედებებს. მათი ქმედებების შესაბამისი კვალიფიკაციის დადგენა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული.

საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ... წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დასცინიან რუს პოეტებს", - თქვა ზახაროვამ.

6 ივნისს, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს, რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა პოეტის სახელობის სკვერში რუსული ენის დაცვის დღე აღნიშნეს, რაც სამოქალაქო მოძრაობის, "ქართული რესპუბლიკის" წევრებმა გააპროტესტეს.


close დახურვა