logo
ENG



მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდნილი მგზავრი გარდაიცვალა

21 ივნ 202618:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/21/lq9ujr2b9v8cayj.png

მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდნილი მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაცია "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. 

მეტროსადგურ  დიდუბე-ღრმაღელის მონაკვეთზე, ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ფორმულას" უთხრეს, რომ ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება.

მგზავრის მდგომარეობასთან დაკავშირებით "ფორმულა" დამატებით დეტალებს არკვევს. 


close დახურვა