logo
ENG



შსს: დაკავებულმა რუსთავში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბი კუპიურები მოათავსა

22 ივნ 202611:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/22/th7d9ccgcnsjcof.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რუსთავში, სხვადასხვა ადგილზე განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიებს ჯამში 3 500 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული რუსთავში დააკავეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


close დახურვა