logo
ENG



მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, სანდერს 7 წელი, უპერსა და ნავერიანს კი 5-5 წელი მიესაჯათ

24 ივნ 202614:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/24/rfzvnejju0bqgz3.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა ნაწილი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სასამართლო განაჩენი ასე გადანაწილდანანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა; აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს (რომელიც ამჟამად ძებნაშია) 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ; მარიამ მეყანწიშვილს სასჯელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და სასამართლოს შენობის გარეთ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეში სულ 12 ფიგურანტი იყო. მათგან 8-მ (ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და ვახტანგ ფიცხელაურმა) დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3-წლიანი პირობითი მსჯავრი მიიღო. განსხვავებით მათგან, ზემოხსენებულმა ოთხმა პირმა ბრალდება არ აღიარა.

გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოსამართლემ ხაზი გაუსვა, რომ განაჩენის გამოტანისას მთავარ მტკიცებულებად ვიდეომასალა გამოიყენა. მჭედლიშვილის თქმით, კადრები გაცილებით უფრო სანდო და ნეიტრალურ წყაროს წარმოადგენს, ვიდრე მოწმეთა ჩვენებები.

ბრალდებების კვალიფიკაცია:

  •  მარიამ მეყანწიშვილი: ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედებების ორგანიზება (სსკ-ის 226-ე მუხლი).
  •  ნანა სანდერი: ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ/ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლებით (სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 317-ე მუხლი).
  •  აბო ნავერიანი და ანტონ უპერი: ბრალი ედებოდათ სტრატეგიული ობიექტების ჯგუფურად ბლოკირების/ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში (სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

close დახურვა