logo
ENG



ზელენსკის ადმინისტრაცია: აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები განაახლა

26 ივნ 202621:57
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/26/z5wsah657617n3z.png

RBC-UKRAINE-ს ინფორმაციით, აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამის შესახებ გამოცემას, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენლმა, ვლადისლავ ვლასიუკიმ განუცხადა.

ვლადისლავ ვლასიუკის თქმით, აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კვლავ ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა რამდენიმე თვით მოქმედი გამონაკლისები გააუქმა. აქამდე, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე აშშ-ს საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებზე საშეღავათო პერიოდი ჰქონდა გამოცხადებული. 

"აშშ-ის მიერ "როსნეფტისა" და "ლუკოილის" წინააღმდეგ დაწესებული ნავთობის სანქციები კვლავ ძალაშია", - აღნიშნა ვლასიუკმა.

12 მარტს, ირანთან დაკავშირებული კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე, აშშ-მა რუსეთის ნავთობზე დროებითი გამონაკლისები დაუშვა, რათა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაესტაბილურებინა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დროებითი იყო, თუმცა გამონაკლისი მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა.

ოფიციალურად, სანქციები 17 ივნისიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა ამასთან დაკავშირებით თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ამავე დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საკითხს განიხილავდა.

25 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი საბოლოო გადაწყვეტილებას, გამონაკლისების შესაძლო გაგრძელების შესახებ, მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების დინამიკის გათვალისწინებით მიიღებდა.


close დახურვა