logo
ENG



საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

28 ივნ 202618:54
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/28/1et8wxupt2v15cm.png

Reuteres- ის ინფორმაციით, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტომბლენში, მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თვითმფრინავი პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ავარიას ემსხვერპლა პილოტი და ბორტზე მყოფი ათივე მგზავრი - ხუთი სტუდენტი და ხუთი ინსტრუქტორი.

რეგიონის პრეფექტმა, ივ სეგიმ, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, თვითმფრინავი ჯერ დაზიანდა, შემდეგ კი მიწაზე დაეშცვა.

კატასტროფა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს.


close დახურვა