logo
ENG



კობახიძე კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელ ჯეფრი საქსს მასპინძლობს

28 ივნ 202619:19
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/28/eq8e3b8v8y1fpl4.png

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელ ამერიკელ ეკონომისტს, ჯეფრი საქსს საქართველოში მასპინძლობს. ინფორმაცია ვიზიტის შესახებ ოცნების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება.

საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა