ელენე ხოშტარიას სამკურნალოდ კლინიკა ვივამედში გადაიყვანენ, ამის შესახებ განცხადება გიორგი პატარიძემ გააკეთა.
„ჩვენ თანახმა ვართ რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ეს არის ვივამედი, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს გააჩნია ხელშეკრულება და შესაბამისად, კლინიკა ვივამედში ქალბატონი მაკას და ქალბატონი ანას მეთვალყურეობით, მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს, დაახლოებით 2 დღის განმავლობაში მსჯავრდებული გადავა კლინიკაში“, — თქვა გიორგი პატარიძემ.
