logo
ENG



აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა

03 ივლ 202615:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/03/ryn36swrhomrmiv.jpg

შს სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

კერძოდ, შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა.

"პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.


close დახურვა