logo
ENG



უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომებზე დრონებით იერიში მიიტანა

03 ივლ 202618:02
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/03/bj38miikw4yslon.png

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით ოკუპირებულ ყირიმში საკისა და გვარდიისკეს სამხედრო აეროდრომებზე მიიტანა იერიში. 

მედიის ცნობით, უკრაინამ ერთ კვირაში უკვე მეორედ დაარტყა სამხედრო აეროდრომზე გამანადგურებელ თვითმფრინავებს. 

"საკის აეროდრომზე დარტყმები განხორციელდა ავიაციის აღჭურვილობის შესანახ შვიდ ანგარზე, სადაც განთავსებული იყო Su-30SM, Su-30, და Su-24 ტიპის გამანადგურებლები და ფრონტის ხაზის ბომბდამშენები. წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა ან დაზიანდა მინიმუმ შვიდი თვითმფრინავი.

სამხედრო აეროდრომები ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზებია. სწორედ იქიდან ფრინდებიან რეგულარულად ტაქტიკური თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და ბომბდამშენ დარტყმებს ახორციელებენ და სამხრეთის მიმართულებით რუსული დაჯგუფების მოქმედებებს უზრუნველყოფენ", -  ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 


close დახურვა