logo
ENG



შსს: გრიგოლეთში ქურდობის მცდელობისთვის დაკავებულია - ქართველი და უცხო ქვეყნის მოქალაქე

06 ივლ 202610:20
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/vicjbm4qzfn589g.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევმა პირმა, თანამზრახველთან - საქართველოში დროებითი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გრიგოლეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


close დახურვა