logo
ENG



ყაველაშვილი "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა

06 ივლ 202611:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/mw5xxgkhan2t8x0.png

"ქართული ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში, "ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ" გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.

პრესსამსახურის ინფორმაციით,  გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაერო-ს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ჩავიდა.

 


close დახურვა