logo
ENG



უკრაინის იერიშის შემდეგ, ოკუპირებულ ყირიმში ელექტროენერგია სრულად გაითიშა

06 ივლ 202616:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/06/ydsdsxr8n6ob1sz.png

"კრიმენერგოს" ინფორმაციით, ელექტროენერგია სრულად გაითიშა რუსეთის მიერ დროებით ანექსირებულ ყირიმში.

"კრიმენერგოს" ცნობით, ანექსირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა გამოიწვია მაღალი ძაბვის ქსელში გარე ფაქტორებით გამოწვეულმა ტექნოლოგიურმა შეფერხებებმა.

"ყირიმის რესპუბლიკის ყველა ქალაქსა და რაიონში მასიური გათიშვა მოხდა. მიმდინარეობს საგანგებო აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება", - განუცხადა „ინტერფაქსს“ სახელმწიფო საწარმოს წარმომადგენელმა.

ადგილობრივი ცნობებისა და სატელიტური ხანძრის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სისტემის კოლაფსი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე განხორციელებულ ზუსტ დარტყმებს მოჰყვა.

ელექტროენერგიის სრულმა გათიშვამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მრავალი სისტემა შეაფერხა - შეჩერდა საბანკო მომსახურების ნაწილი, წყლის სატუმბი სადგურების მუშაობა და კავშირგაბმულობა, ხოლო რუსეთის სამხედრო აეროდრომებსა და შავი ზღვის ფლოტის ობიექტებს ავარიულ გენერატორებზე გადასვლა მოუხდათ.

 


close დახურვა