უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც საზღვრიდან 2500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
მედიის ცნობით, ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ომსკის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ხოცენკომ ჯერ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, შემდეგ კი საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ რამდენიმე უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლო მიეღწიათ ომსკის ჩრდილოეთში მდებარე სამრეწველო კომპლექსამდე.
ომსკის ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ერთ-ერთია, რომელზეც დღემდე შეტევა არ განხორციელებულა, ის რუსეთში ყველაზე მსხვილი ნავთობსაწარმოა და წელიწადში 21 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს.
