logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: EU-სა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრაცია ევროპას გააძლიერებს

07 ივლ 202617:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/uid514wh19muwo1.png

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრა. მან საზოგადოებას თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით ევროკავშირის სამომავლო გეგმები გააცნო.

ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს პანელიდან - The Capability Challenge: a NATO-EU Conversation, სადაც მან ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან და თურქ დიპლომატ ტაჯან ილდემთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ევროპისთვის ახლა მთავარია თავდაცვითი აღჭურვილობის წარმოების დაჩქარება. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიების ინტეგრირებით, ევროპა და უკრაინა ერთად ბევრად უფრო ძლიერები იქნებიან. ეს მოგვცემს ოპერატიულობას, მასობრივ წარმოებასა და ინოვაციების შესაძლებლობას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის, თურქეთისა და ნატოს ურთიერთობების მნიშვნელობას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვა ევროპისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპულ კომპანიებს უკრაინასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა და ყურადღება გაამახვილა კიევში ევროკავშირის პირველი ინოვაციების ოფისის გახსნაზე. მისი თქმით, ეს ოფისი უკრაინის დედაქალაქში სწორედ იმისთვის იხსნება, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ ბაზასთან.


close დახურვა