ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსის ლიდერებს სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.
"ჩვენ სრულიად ვანადგურეთ თვითონ იდეას, რომ რუსეთს გააჩნია სტრატეგიული ზურგი.
თქვენ იცნობთ ამ ქვეყანას. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს სჯეროდა, რომ მას ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, სხვას არ გააჩნდა ღრმა ზურგი, არ შეეძლო სრულიად უსაფრთხოდ შეენახა სამხედრო წარმოება, სამხედრო ტექნიკა და ყველაფერი, რაზეც მისი ომია დამოკიდებული, რადგან სჯეროდა, რომ მათ ვერავინ მისწვდებოდა.
ჩვენ კი მივწვდით.
სულ რაღაც გუშინ უკრაინულმა დრონებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა და ციმბირში მდებარე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ეს ახალი რეალობაა.
რუსეთში აღარ დარჩენილა არცერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინამ არ დაარტყა.
ევროპას სჭირდება საკუთარი ეფექტური შორი ბალისტიკური სისტემები და რაკეტები. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს და ყველა ჩვენს პარტნიორს, სათანადო ყურადღება დაუთმოს ამას", - განაცხადა ზელენსკიმ.
