აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
ეს განცხადება მან ნატოს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს გააკეთა.
ორმხრივი შეხვედრის დროს ტრამპმა ჟურნალისტებს ჰკითხა, ჰქონდათ, თუ არა მათ კითხვები ვლადიმერ პუტინთან.
„გაქვთ კითხვები პუტინთან?", – ჰკითხა ტრამპმა ჟურნალისტებს. როგორც CNN წერს, აღნიშნულმა გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა, თითქოს ტრამპს ზელენსკი პუტინში აერია.
დაბნეულობის გამო, ტრამპმა საკუთარი ნათქვამი განმარტა: "დაგვისვით კითხვა, არა ზელენსკისთვის, არამედ პუტინისთვის, რადგან დღეს მასთან საუბარს ვაპირებ".
დონნალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს ბოლოს დაახლოებით 90-წუთიანი სატელეფონო საუბარი 4 ივლისს ჰქონდათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საუბრის დროს ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დახმარებოდა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების ორგანიზებას.
