logo
ENG



უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობბაზებსა და საპორტო ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანა

10 ივლ 202611:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/10/zrmyqwgv4a1qeyq.jpg

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზებსა და საპორტო ნავთობტერმინალზე იერიში მიიტანა.

კერძოდ, გავრცელებული ცნობებით, სამიზნე ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზები და ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა იყო, ასევე ტაგანროგში – საპორტო ნავთობტერმინალი.

რუსული მხარე თავდასხმას ადასტურებს და აცხადებს, რომ აზოვში დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების შემნახავ ორ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, რუსული მხარის ცნობით, ტაგანროგში, აზოვში, ასევე აზოვისა და მატვეევო-კურგანის რაიონებში 35-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.


close დახურვა