logo
ENG



არასრულწლოვანის პორნოგრაფიული მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

11 ივლ 202612:53
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/2qzf2xrdnaa79e6.png

პროკურატურის ინფორმაციით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით,  გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა