logo
ENG



შსს-ს მაღალჩინოსანს, იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური შეაბეს

11 ივლ 202613:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/q207n425hqazgkt.png

"საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარია აცხადებს, რომ შსს-ს მაღალჩინოსან იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელს, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.

ბაია პატარაიას ცნობით, ცოლის მიერ გამოძახებულმა საპატრული ეკიპაჟმა სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურის დამაგრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსანს სამაჯურის დასამაგრებლად თავდაპირველად ვერ პოულოდნენ.

"სოსო სიგუას ვერ პოულობს თურმე შსს, რომ ელ. სამაჯური შეაბან ცოლზე ძალადობისთვის. კაცი გუშინ დანიშნეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად…
ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ამხელა თანამდებობაზე ნიშნავენ ტიპს, ვიზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ანუ ცოლის მუდმივი ცემა არაა საკმარისი დანაშაული?

მაგრამ დაწინაურება იქეთ იყოს, ქალმა გუშინ რომ 112 გამოიძახა ოთხჯერ, მხოლოდ დღეს დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად. ანუ 112 თავისით არ მიდიოდა.

დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს…

მე მაინტერესებს, ამ ქალს ვინ დაიცავს. სიგუა დაკეტილ სახლში ადრეც დახვედრია ცოლს საცემრად. პოლიცია აქამდეც გამოუძახებია ამ ქალს ორჯერ და არანაირი არაფერი…

ირაკლი კობახიძე ახლა რომ დაყადაღებული საფარის იურისტთან ერთად ზის ეს ქალი საკუთარ სახლში და ვერ გაუგია რა ქნას, შენ იღებ მის უსაფრთხოებაზე პასუხუსმგებლობას?

განახლება: ღამის 01:20 წუთზე ელ. სამაჯური შეაბეს სიგუას. მოვლენების განვითარების შესახებ, შეგატყობინებთ", – წერდა პატარაია.

ცნობისთვის, იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ტვ პირველმა, "შაბათის ეთერით" გაავრცელა. ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქმარმა მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით, "მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. 

ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

 


close დახურვა