logo
ENG



ხოშტარია: ელისაშვილისთვის მისჯილი წლების სიმრავლე მიუთითებს რეჟიმის შიშზე, სიმხდალეზე

11 ივლ 202616:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/j8nux7fpxasfl1y.png

ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს, მის ოჯახს და მის არაჩვეულებრივ ბიჭებს!

მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს განაჩენების სიმკაცრე, მისჯილი წლების სიმრავლე, პირველ რიგში, მიუთითებს რეჟიმის შიშზე, რეჟიმის სიმწვავეზე და რეჟიმის სიმხდალეზე. ამიტომ, ეს განაჩენები არ არის ჩვენი თავისუფლების აღკვეთა, ეს არის ქართული ოცნების დასასრულის მაჩვენებელი. ეს ალეკომაც იცის და ჩვენც, ვინც კიდევ ველოდებით ახალ განაჩენებს. თუმცა, ხალხის გატეხვა შეუძლებელია, ამ კედელს უკვე არაერთხელ შეეჯახა ბიძინა ივანიშვილი.

ბოლომდე!


close დახურვა