logo
ENG



საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით 32 ადამიანი დააკავეს

11 ივლ 202619:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/11/xter2kbhz1mno91.png

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის 22 დეპარტამენტში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 32 ადამიანი დააკავეს. მისი თქმით, სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 8 000-ზე მეტი ხანძრის კერა აღრიცხა.

მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევების აღმოჩენისას სამართალდამცავებს მკაცრი რეაქცია ექნებათ.

"ზაფხულის დასაწყისიდან, ჩართული ვართ ტყის ხანძრებთან ბრძოლის ოპერაციებში, რათა მხარი დავუჭიროთ ხანძრის ლოკალიზებისა და ევაკუაციის ღონისძიებებს, განხორციელდეს მონიტორინგი და ჩატარდეს გამოძიებები. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მტკიცე მოქმედებებს", - თქვა ლორან ნიუნეზიმ.

2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

 


close დახურვა