logo
ENG



ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

12 ივლ 202611:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/12/ov2r04hni3skdzd.png

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფისის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მოულოდნელი ავადმყოფობა გახდა.

გრემი სამხრეთ კაროლინას შტატს აშშ-ის სენატში 2003 წლიდან წარმოადგენდა და წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარებაში. ის საქართველოში არაერთხელ იმყოფებოდა, მათ შორის 2006, 2008, 2012 და 2017 წლებში, მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ბოლო წლებში გრემი ასევე აკრიტიკებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის აქტს (Georgian People's Act) და 2024 წელს სხვა ამერიკელ სენატორებთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებდა.


close დახურვა