ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.დევიძეს სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მიიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობის ვადა მისი დაკავებიდან აითვლება (17 იანვრიდან) დევიძე საპატიმროს 6 თვეში დატოვებს.
ისაკო დევიძე 2025 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს. დევიძეს მოსამართლე ზვიად ცეკვავასთვის შეურაცხყოფას ედავებოდნენ
