logo
ENG



რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

13 ივლ 202616:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/bp48lm8qm7lkduu.png

თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, თბილისში რიყის პარკში მდებარე 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული რიყის დოქების დემონტაჟზე თანხმობა გასცა. 

ობიექტი "რიყე დომის" საკუთრებაშია. 

2025 წლის მაისში მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ "რიყის დოქები" დემონტაჟის უფლებით გასხვისებულიყო.

2025 წლის ივნისში "რიყე დომ"-ის მესაკუთრე გახდა კომპანია "მაქრო ფროფერთი", რომელსაც ჯერჯერობით შენობის დემონტაჟის შემდეგ განსავითარებელი სასტუმროს პროექტი არ წარუდგენია.


close დახურვა