logo
ENG



ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ

13 ივლ 202621:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/13/mehwjinlc8d1i05.png

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, ესპანეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და დანიის ლიდერები უკრაინასთან ერთად ინტეგრირებული ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

განცხადების თანახმად, ინიციატივის მიზანია ევროპის ინტეგრირებული სარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის შექმნა, რომელიც მომავალში ბალისტიკური სარაკეტო საფრთხეების შეკავებასა და მოგერიებას უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი კოლექტიურ ძალისხმევას, ტექნოლოგიურ ღიაობასა და სანდო სამრეწველო თანამშრომლობას დაეფუძნება.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კოალიცია შეავსებს უკვე არსებულ ბალისტიკური თავდაცვის სისტემებს, მათ შორის იმ ევროპულ სისტემებს, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა უკვე შეიძინეს ან მომავალში შეიძენენ.


close დახურვა