logo
ENG



საქალაქომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

14 ივლ 202612:26
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/de9vqhp9gu9y7ra.png

საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა

შეგახსენებთ, რომ დავის საგანი ის რეპორტაჟია, რომელსაც მოსარჩელე მხარე ცრუ დასმენად და ცილისწამებად აფასებს. საუბარია სიუჟეტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხაინდრავა, კორუფციისა და ქვეყანაში მოქალაქეების უკანონო შემოყვანის სავარაუდო სქემაში ფიგურირებს.

ეს სარჩელი უკვე შეფასდა საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობად. ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ აღნიშნულ საქმეზე განგაშის სიგნალიც აამოქმედა.


close დახურვა