logo
ENG



აშშ-ში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

14 ივლ 202614:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/14/ejb2a8gb60s5jas.png

აშშ-ში ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონულ უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, უკანონო სქემა გამოავლინა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი ისტორიებისა და საბუთების მომზადებას ითვალისწინებდა.

უწყების ცნობით, საქმეზე პასუხისგებაში მიეცა დამატებით ოთხი პირი (მანამდე ამავე დანაშაულზე ბრალი 9 ადამიანს ჰქონდა წარდგენილი). საგამოძიებო უწყების ცნობით, ჯგუფის წევრები მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით დამზადებული ყალბი „ქეისებითა“ და დოკუმენტებით შეერთებულ შტატებში საერთაშორისო დაცვის სტატუსს უპრობლემოდ მიიღებდნენ.

ბრალდებულები თხზავდნენ არარსებულ ისტორიებს სამშობლოში მოქალაქეთა სავარაუდო დევნის შესახებ - პოლიტიკური ნიშნით, სექსუალური ორიენტაციის, თუ სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლის მოტივით.

ბრალდებულის საცხოვრებელსა და ოფისში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულ ტექნიკაში აღმოჩნდა 500-მდე პირისთვის გამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, სხვადსხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები და თავშესაფრის მისაღებად საჭირო ფაქსიმილიური მასალები.

2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში, ჯგუფმა აღნიშნული საქმიანობით ასობით ათასი ლარის, დოლარისა და ევროს ოდენობის ფინანსური მოგება მიიღო. ოთხი ახალი ბრალდებულიდან ერთი პირი, რომელიც უშუალოდ უზრუნველყოფდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, სრულად აღიარებს დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. სასამართლოს განჩინებით, ერთი ბრალდებული დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ 6-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


close დახურვა