ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. „კომპანია "გრინსერვისი+“-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა საპატიმრო გუშინ დატოვა.
ლაშა ფურცხვანიძემ გათავისუფლება „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში დაადასრურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე განაჩენი 2023 წლის 10 ივლისს გამოცხადდა.
ლაშა ფურცხვანიძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა. გიორგი გობეჯიშვილს 4, ვალერი გობეჯიშვილს 3 წელი, ნუგზარ ქიტიაშვილს 3 წელი, დავით თუშიშვილს 3 წელი და 6თვე, დევი კახოიძეს 3 წელი, გიორგი ვახტანგაშვილს 3 წელი , ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წელი, ბექა მურღვლიანს 3 წელი, ხოლო ვალერი გოგიშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
