რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. პროკურატურის ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაზიანდა სამი უცხოური გემი. არის მსხვერპლი.
პარალელურად, რუსული ჯარი განაგრძობს შეტევებს ოდესის ოლქზე. გასულ ღამეს განხორციელებულ დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა — დაღუპულია ორი და დაშავებულია 10 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსული მხარის მტკიცებით, მათ ჩერნომორსკის პორტი დაბომბეს, სადაც, მათივე ცნობით, უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარები და დრონების ქარხანა მდებარეობდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე არ ადასტურებს.
