logo
ENG



ნაფიცმა მსაჯულებმა დმანისში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

17 ივლ 202623:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/17/xehkl34jsa1i002.png

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. 

პროკურატურის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა", - ნათქვამია ინფორმაციაში

დმანისში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 27 იანვარს, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ცივი იარაღით დაჭრა, მიღებული დაზიანების შედეგად ქალი გარდაიცვალა. 

 


close დახურვა