ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ფორმულას" უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
დაზარალებულების თქმით, დამწვარია 13 ჯიხური, პროდუქცია კი 100%-ით განადგურებულია.
თავდაპირველად ინფორმაცია "ინფო იმერეთმა" გაავრცელა.
"ღამის 4-ის წუთები იყო, როცა ხანძარი შესახებ გავიგეთ, როდესაც ადგილზე მოვედით, ცეცხლში იყო ყველაფერი გახვეული, დამწვარი და განადგურებულია 100% პროდუქცია, 13 ჯიხურია დამწვარი, დაზღვევა არ გვაქვს, არ ვიცი რა გვეშველება", - თქვა დაზარალებულმა "ინფო იმერეთთან".
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
