"ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
"სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა
ახალი გზა გურიის რეგიონში, ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის ტერიტორიაზე გადის
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კმ-იანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ამ ეტაპზე კი ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კმ-იც
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში განხორციელდა, პროექტის ღირებულება 324.6 მილიონი ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
