თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მოწმის, მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო.
"ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, რომ მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. უწყების ცნობითვე მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
18 ივლისს, კახეთში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რის შემდეგაც დაკავებული ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფრტალები დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა ლაშა კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწრა. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ჭიღლაძე არის რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული.
